ახალი ამბები

ISFED: ე.წ. რეიდები 5–დან 7 სექტემბრამდე უნდა ჩატარებულიყო

22 სექტემბერი, 2014 • • 1951
ISFED: ე.წ. რეიდები 5–დან 7 სექტემბრამდე უნდა ჩატარებულიყო

“პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მესამე პუნქტის მიხედვით, სპეციალური საპოლიციო კონტროლის ღონისძიების ჩატარება მინისტრის ბრძანების საფუძველზე ხდება. 2014 წლის 9 სექტემბერს „სამართლიანმა არჩევნებმა“ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს აღნიშნულ საკითხზე.

 

როგორც შსს-ს ოფიციალური წერილიდან ირკვევა, 2014 წლის 5 სექტემბერს გამოიცა შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება 2014 წლის 5 სექტემბრის 18.00 სთ-იდან 7 სექტემბრის 18.00 სთ-მდე ქ. თბილისის ტერიტორიაზე „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლით გათვალისწინებული სპეციალური საპოლიციო კონტროლის ღონისძიების ჩატარების თაობაზე,”– ნათქვამია განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ “სამართლიანი არჩევნებისთვის” გაზავნილი წერილის მიხედვით, ე.წ რეიდების განხორციელებაში ჩართული იყვნენ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტო და ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველო.

მასალების გადაბეჭდვის წესი