ახალი ამბები

სუბარს კვესიტაძის გადაცემაში გასული ჩანაწერების ავთენტურობაში ეჭვი ეპარება

22 სექტემბერი, 2014 •
სუბარს კვესიტაძის გადაცემაში გასული ჩანაწერების ავთენტურობაში ეჭვი ეპარება

“მე არ ვიცი, ეს ჩანაწერები ავთენტურია თუ არა. სავარაუდოდ, არა. შეიძლება ზოგიერთი ავთენტურია. აი, მაგალითად, ტარიელ ფოცხვერია და მასთან ერთად 12 კაცი სწორედ სატელეფონო ჩანაწერების საფუძველზე დაბრუნდნენ ციხეში. ზოგი დაბრუნდა და ზოგი ციხეში იჯდა და დაემატა სასჯელი. ეს არის ღია ჩანაწერები, რომელიც სასამართლო პროცესზე გამოქვეყნდა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ იმას რომ ეს კონკრეტული ჩანაწერია ავთენტური. ზოგადად ვამბობ. ავთენტური რომც ყოფილიყო, ვლაპარაკობთ ერთ ადამიანზე, რომელიც სააკაშვილმა გაუშვა, ვლაპარაკობთ მეორეზე, რომელიც მათ დროს იყო კარგად, თბილად, ღია დაწესებულებაში და ჩვენ გადავკეტეთ მეშვიდეში. მესამეში, რომელიც გაუშვა უზენაესმა სასამართლომ. მეოთხეც, რომელიც ამ საუბრებში მონაწილეობს, ასევე ჩვენ მიერ იყო დაპატიმრებული სწორედ ამ საუბრებისა და ქურდულ სამყაროსთან წევრობის გამო. კიდევ რა შეიძლება ვთქვათ იმისთვის, რომ ჟურნალისტის არაკეთილსინდისიერება გამოჩნდეს?! კრიმინალები იმიტომ არიან კრიმინალები, რომ ლაპარაკობენ კრიმინალზე და არა საღვთო სჯულზე,“- განუცხადა სუბარმა ჟურნალისტებს დღეს, 22 სექტემბერს, სოფელ დვანში, სადაც ევროკავშირის მხარდაჭერით საბავშვო ბაღის გახსნას ესწრებოდა. 

 

სუბარის თქმით, მისი მინისტრობის დროს არაერთი თანამშრომელი დაითხოვეს, რომლებიც პატიმრებთან კავშირში იყვნენ შემჩნეული. 

“ციხეში ჩემი მინისტრობის დროს დაახლოებით სამჯერ შეიცვალა ხელმძღვანელობა. პერიოდულად ხდებოდა ცვლილებები, იმიტომ,  რომ მონახო შესაბამისი კადრი, ამას სჭირდება გამოცდა. ამიტომაც ღირსეულები რჩებიან, უღირსები მიდიან. 600-ზე მეტი ადამიანი გავუშვი მხოლოდ მე. იმიტომ, რომ უამრავი ისეთი ადამიანი იყო, ვინც მუშაობდა ძველი რეჟიმით, რომლებიც იყვნენ ან წამებაში შემჩნეული ან ღირსების შემლახავ მოპყრობაში, ან პატიმრებთან კავშირებში შემჩნეული.” 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი