09:00 – სასტუმრო “რადისონშიში”საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე “განათლება ამერიკაში – ევროპის რეგიონალურ ფორუმს” დაესწრება.
11:00 – სასტუმრო “თბილისი მერიოტში”, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და კონრად ადენაუერის ფონდს შორის მემორანდუმს მოაწერს ხელს.
11:00 – განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საპარლამენტო კომიტეტის სხდომა გაიმართება.
თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი #238
11:00 საათზე, “პირველ პრესკლუბში” პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე გია ვოლსკი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.
11:30 – შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ქარელის რაიონის სოფელ დვანში რეაბილიტირებული საბავშვო ბაღის გახსნის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას
11:30 – “პირველ პრესკლუბში” დიმიტრი ლორთქიფანიძე პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: გარდაცვლილი პატიმრები, მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.
11:30 – “რეპორტიორის” პრესკლუბში ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე, სააკაშვილის დაყადაღებულ ქონებაზე, მთავრობასა და პრეზიდენტს შორის ურთიერთობასა და პოლიტიკურ პროცესებზე ბრიფინგს გამართავს.
12:00 – “პრაიმტაიმის” პრესკლუბში “ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის” ერთ-ერთი ლიდერი ჯონდი ბაღათურია პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: მიხეილ სააკაშვილის ქონების დაყადაღება და მიმდინარე პოლიტიკური საკითხები.
12:00 – “პირველ პრესკლუბში” პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.
12:30 – “პირველ პრესკლუბში” საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: პრეზიდენტის ინტერვიუ, მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.
12:30 – “პრაიმტაიმის” პრესკლუბში ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.
12:30 – “რეპორტიორის” პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზურაბ აბაშიძე სააკაშვილის დაყადაღებულ ქონებაზე, მთავრობასა და პრეზიდენტს შორის ურთიერთობასა და პოლიტიკურ პროცესებზე ბრიფინგს გამართავს.
13:00 -“პრაიმტაიმის” პრესკლუბში “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი შოთა მალაშხია პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: მიხეილ სააკაშვილის ქონების დაყადაღება და მიმდინარე პოლიტიკური საკითხები.
13:00 – “რეპორტიორის” პრესკლუბში საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი, ექსპერტი კახა კახიშვილი ბრიფინგს გამართავს.
თემა: მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სამართლებრივი პროცესი.
15:00 – პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.
თბილისი, ბიუროს სხდომათა დარბაზი
15:00 – სასტუმრო “თბილისი მარიოტში” “საქართველოს ევროპული არჩევანის” პირველი პროექტის – “სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა საქართველოში” პრეზენტაცია გაიმართება, რომელზეც სიტყვით სეა-ს დამფუძნებელი არჩილ კბილაშვილი და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დემოკრატიისა და მმართველობის ოფისის დირექტორი დენიელ რეიფი გამოვლენ.
22:00 – შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ლიტერატურული პრემია “საბას” რიგით მე-12 საზეიმო დაჯილდოება გაიმართება.





