ახალი ამბები

“სახლის გატეხვაზე ვერაფერს გეტყვით” — ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია

27 მარტი, 2019 • 1120
“სახლის გატეხვაზე ვერაფერს გეტყვით” — ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია არ უარყოფს, რომ მისი სახლი გაქურდეს. შსს-ში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ ვერ ადასტურებენ ინფორმაციას ქობულიას სახლის გაქურდვის შესახებ, რადგან მათთან შეტყობინება არ შესულა.

27 მარტს, როდესაც ჟურნალისტებმა მას ამის შესახებ კითხვა დაუსვეს, ქობულიამ უპასუხა, რომ ეს “პირადი კითხვაა” და ამაზე არ ისაუბრებს: “ვერ გიპასუხებთ იმიტომ, რომ ეს ჩემს პირად ცხოვრებას ეხება, ჩემი პირადი საკითხია და ამიტომ ვიტოვებ მოქალაქეობრივ უფლებას, რომ ჩემს პირად საკითხზე არ გიპასუხოთ”.

“რუსთავი 2” ქობულიას მეზობლებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ქურდებმა “ღირებული ნივთები წაიღეს”.

14 მარტს პარლამენტის წევრის, არჩილ თალაკვაძის სახლი გაქურდეს.

თბილისში არჩილ თალაკვაძის სახლი გაქურდეს – ეჭვმიტანილი დაკავებულია

მასალების გადაბეჭდვის წესი