საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თბილისში, გორგასლის ქუჩაზე გაჩენილ ხანძარს ქალი ემსხვერპლა.
უწყების ცნობით, ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია, წინასწარი ინფორმაციით კი, დამწვარია 30 კვ/მ ფართობი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ადგილზე 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.