2018 წელს აშშ-დან და ჩინეთიდან საქართველოში შემოსული ამანათების საერთო ღირებულება წინა წელთან შედარებით გაორმაგდა.
“ნეტგაზეთის” მიერ გამოთხოვილი სტატისტიკის მიხედვით, 2017 წელს ამ ორი ქვეყნიდან საქართველოში სულ 2 023 016 ამანათი შემოვიდა, რომელთა საერთო ღირებულება 240 285 472 ლარს შეადგენდა.
2018 წელს კი საქართველოში შემოსული ამანათების რაოდენობამ 2 666 078 შეადგინა ჯამური ღირებულებით – 500 986 252 ლარი.
სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2017-2017 წლებში საქართველოში აშშ-დან უფრო მეტი ამანათი შემოვიდა, ვიდრე ჩინეთიდან.
წინა წლების მონაცემების სანახავად წაიკითხეთ:
ამერიკული და ჩინური ონლაინ-მარკეტების ორთაბრძოლა საქართველოში [ინფოგრაფიკა]