ახალი ამბები

ლადო აფხაზავას სახალისო პრეზენტაცია დუბაიში, რომელშიც მთელი დარბაზი ჩაერთო[ვიდეო]

23 მარტი, 2019 • 3030
ლადო აფხაზავას სახალისო პრეზენტაცია დუბაიში, რომელშიც მთელი დარბაზი ჩაერთო[ვიდეო]

ქართველმა პედაგოგმა ლადო აფხაზავამ, რომელიც მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალისტების სიაშია, დუბაიში, “განათლებისა და უნარების გლობალური ფორუმის” ერთ-ერთ ღონისძიებაზე სახალისო პრეზენტაცია გამართა. შესაბამისი კადრები “პირველმა არხმა” გაავრცელა.

ტელეარხის თანახმად, ლადო აფხაზავა ღონისძიების სტუმრებს სწავლების საკუთარ მეთოდებსა და მის მიერ განხორციელებულ პროექტებზე ესაუბრა. მან აუდიტორიას ერთ-ერთი იმ თამაშში მონაწილეობაც შესთავაზა, რომელსაც სასწავლო პროცესში იყენებს და მთელი დარბაზიც აიყოლია.

21 თებერვალს გახდა ცნობილი, რომ  ლადო აფხაზავა, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტიდან,  მასწავლებლის გლობალურ ჯილდოზე წარდგენილ ათ ფინალისტს შორისაა. დაჯილდოების ცერემონია ხვალ, 24 მარტს, სწორედ დუბაიშია დაგეგმილი.

მანამდე, 21 მარტს, ლადო აფხაზავა ვარკის ფონდის ელჩი გახდა. ეს ის ორგანიზაციაა, რომელიც მასწავლებლის გლობალურ ჯილდოს გასცემს.

ამავე თემაზე

გამარჯვება აუცილებელი სულაც არ არის – ლადო აფხაზავა

http://batumelebi.netgazeti.ge/news/183727/

მასალების გადაბეჭდვის წესი