ახალი ამბებირეკლამა

WIZZ AIR საუკეთესო დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიად აღიარეს

22 მარტი, 2019 •
WIZZ AIR საუკეთესო დაბალბიუჯეტიან  ავიაკომპანიად აღიარეს

WIZZ AIR საუკეთესო დაბალბიუჯეტიან და ბორტზე საუკეთესო მომსახურე პერსონალის მქონე ავიაკომპანიად აღიარეს.

Wizz Air ევროპის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი, ხოლო ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში წამყვანი  დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა, რომელიც The CESAAR-ის დაჯილდოების ცერემონიაზე 2018 წლის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო დაბალბიუჯეტიან ავიახაზებად დაასახელეს. ასევე, საუკეთესოებად აღიარეს ავიაკომპანიის კაბინის მომსახურე პერსონალიც. ცერემონია პოზნანში გაიმართა.

ეს ჯილდოები ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ავიაციის ინდუსტრიაში ყველაზე მნიშვნელოვანი და პრესტიჟულია და WIZZ AIR-ის მიერ შესანიშნავად შესრულებული სამუშაოს აღიარება გახლავთ.

ავიახაზებისთვის 2018 წელი გამორჩეული იყო ადგილობრივ დონეზეც, ავიაკომპანიამ საქართველოდან 587,643 მგზავრი გადაიყვანა, რაც წინა წლის მონაცემებთან შედარებით 95%-ით მეტია. ავიაკომპანია აგრძელებს საქართველოში ადგილობრივი ინვესტიციების განხორციელებას და 2019 წლის აგვისტოდან ქუთაისის ბაზაზე ეარბას A320 ტიპის თანამედროვე ავიახომალდს ამატებს, შესაბამისად კომპანიას საქართველოში სამი ბაზირებული ავიახომალდი ეყოლება. აღნიშნული სიახლე 101 მილიონი დოლარის ინვესტიციას წარმოადგენს და დამატებით ეკიპაჟის 30 ადგილობრივი წევრის დასაქმების საშუალებას იძლევა.  

ავიკომპანია საზოგადოებას მხოლოდ ევროპაში  მოგზაურობის შესაძლებლობას კი არ აძლევს, არამედ, ხელს უწყობს ადგილობრივი სამუშაო ბაზრის გაუმჯობესებას და ტურიზმის სექტორის განვითარებას. Wizz Air მომხმარებლებს ამჟამად სთავაზობს 27 ავიამიმართულებას 18 ქვეყნის მასშტაბით.

CEESAR-ის დაჯილდოების აღმასრულებელი დირექტორი და pasazer.com-ის მთავარი რედაქტორი, Paweł Cybulak – „მეთხუთმეტედ ვირჩევთ საუკეთესო ავიახაზებს და ამ ჯერზე არა მხოლოდ პოლონეთის, არამედ ცენტრალური ევროპის მასშტაბით. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო ავიახაზები გამოვლინდა მგზავრების გამოკითხვის შედეგად. რეიტინგი ეყრდნობა მგზავრების მოსაზრებებს, რომლებიც აფასებდნენ ფრენის ხარსიხს. მადლობა თანამშრომლობისთვის პარტნიორებს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ბაზარზე, რომელთაც შესაძლებელი გახადეს მგზავრების შერჩეულ ჯგუფთან დაკავშირება.

ჩვენი ყოველწლიური გამოკითხვა, რომელსაცThe CEESAR Awards ჰქვია, თავისი ჯილდოებით ყველაზე მნიშვნელოვანი პლებისციტია ავიაციის ინდუსტრიაში 2004 წლიდან და ის მომხმარებლის რეალურ მოსაზრებას ასახავს. პოზნანის გალაზე ყველაზე გავლენიანი დაინტერესებული მხარეების ყოფნა ხაზს უსვამს ხმის მიცემისა და ღონისძიების მნიშვნელობას, რომელიც ავლენს არა მხოლოდ საუკეთესო ავიაკომპანიას, არამედ სხვა მონაწილეებს აძლევს შესაძლებლობას, რომ შეხვდნენ კონკურენტებს და ბიზნეს პარტნიორებს უნიკალურ გარემოში.

მინდა, მივულოცო Wizz Air-ს გამარჯვება, საუკეთესო დაბალბიუჯეტიან ავიახაზებად აღიარება აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში, ისევე, როგორც გამარჯვება ბორტზე საუკეთესო პერსონალის კატეგორიაში და ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ინდუსტრია აფასებს Wizz Air-ის საქმიანობას“.

[blue_box]Wizz Air-ის შესახებ:[/blue_box]

ავიაკომპანია Wizz Air არის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, რომლის საჰაერო ფლოტი მოიცავს 106 ეარბას A320 და A321 ტიპის საჰაერო ხომალდს. ავიაკომპანია მომხმარებელს სთავაზობს ავიარეისებს 600-ზე მეტი მიმართულებით 26 ბაზირებული აეროპორტიდან, რითაც ერთმანეთთან აკავშირებს 44 ქვეყნის 145 ქალაქს. Wizz Air-ის გუნდი, რომელიც დაახლოებით 4,500 ავიაციის პროფესიონალისაგან შედგება, მომხმარებელს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის სერვისს და ბილეთებს ყველაზე დაბალ ფასად, რის გამოც Wizz Air ბოლო 12 თვის განმავლობაში 34 მილიონზე მეტმა მგზავრმა აირჩია.  ავიაკომპანია Wizz Air წარმოდგენილია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ ტიკერით და ასახულია FTSE 250 და FTSE-ის ჯამურ აქციათა ღირებულების ინდექსით. Wizz Air დარეგისტრირებულია საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის (IATA) წევრად და აღიარებულია ოპერირების უსაფრთხოების აუდიტის (IOSA) მიერ. ავიაკომპანიას მიენიჭა უმაღლესი 7 ვარსკვლავი უსაფრთხოების კუთხით  airlineratings.com-ის მიერ. Aviation 100-მა კი, გამოცემამ, რომელიც ყოველწლიურად განსაკუთრებულ კომპანიებს გამოარჩევს, Wizz Air წლის ევროპულ ავიაკომპანიად დაასახელა.

[blue_box]Pasazer.com-ისა და პლებისციტის შესახებ:[/blue_box]

Pasazer.com არის წამყვანი და გავლენიანი ინტერნეტ მედია გამოცემა პოლონეთში, რომელიც ფოკუსირებულია საჰაერო სივრცესა და მოგზაურობაზე. 2004 წლიდან მგზავრები ირჩევენ საუკეთესო გადამყვანებს პოლონეთის მასშტაბით.  კონკურსის მთავარი იდეა მომხმარებელთა კმაყოფილების მონიტორინგია. პოლონურ საავაიაციო გარემოში პლებისციტმა განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. მისი დადებითი რეპუტაცია იქიდან გამომდინარეობს, რომ პრიზებს საუკეთესო კომპანიებს მგზავრები გადასცემენ. 2010 წლიდან პლებისციტს დაემატა ჟიურიც, რომელიც შედგება ავიაციის ინდუსტრიის ექსპერტებისგან, სახელმწიფო ინსტიტუციების წარმომადგენლებისგან,  აეროპორტების წარმომადგენლებისგან და ჟურნალისტებისგან. სპეციალისტები ირჩევენ საუკეთესო ავიაკომპანიას, წლის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენას და წლის მარშრუტს.

პლებისციტის პარტნიორები არიან- eSky, Lagardere და CEDC. გალას პოზნანის აეროპორტმა უმასპინძლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი