ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

პატიმრების გაცვლა – ცხინვალის პრიორიტეტული საკითხი ჟენევის დისკუსიების მორიგ რაუნდზე

16 სექტემბერი, 2014 • • 1276
პატიმრების გაცვლა – ცხინვალის პრიორიტეტული საკითხი ჟენევის დისკუსიების მორიგ რაუნდზე

ინფორმაციას სააგენტო რეს-ი ავრცელებს.


“პრიორტიტეტად რჩება გრძელვადიანი უსაფრთხოებისა და ჰუმანიტრაურლი საკითხები, რომელიც უგზოუკვლოდ დაკარგულთა და პატიმრების გაცვლას უკავშირდება. ამ საკითხში სამხრეთ ოსეთმა არაერთხელ გამოხატა კეთილი ნება. სულ ცოტა ხნის წინ სამხრეთ ოსეთმა საქართველოს დამნაშავე გადასცა, რომელიც სამხრეთ ოსეთში ცდილობდა მიმალვას. შესაბამისად, ჩვენ საქართველოდანაც ველით შემხვედრ ნაბიჯებს,”- განაცხადა დღეს, 16 სექტემბერს ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან ერთობლივ ბრიფინგზე მურატ ჯიოევმა.


უგზოუკვლოდ დაკარგულთა და პატიმრების გაცვლის საკითხში ჟენევის დისკუსიების თანავმჯდომარის ანჯელო გნედინჰერის თქმით, “ორივე მხარეს ამ კუთხით ექვსი წლის განმავლობაში ბევრი არაფერი გაუკეთებია და შესაბამისი ძალისხმევა არ გამოუჩენია ამ პრობლემის მოგვარებაში.”

 

“რთული დისკუსიებია, მაგრამ ჩვენ ომპტიმისტურად ვართ განწყობილი. ჩვენ შევთავაზებთ კონსულტაციებს მოლაპარაკებათა პროცესის სხვა მონაწილეებს სხვადასხვა საკითხზე,”- განუცხადა ჟურნალისტებს ცხინვალში მყოფმა ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარემ, ჰერიერთ ზალბერმა.


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


მასალების გადაბეჭდვის წესი