ახალი ამბები

სოფელ გურჯაანის საბავშვო ბაღში გველი იპოვეს და მოკლეს

21 მარტი, 2019 • 2030
სოფელ გურჯაანის საბავშვო ბაღში გველი იპოვეს და მოკლეს

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, სოფელ გურჯაანის N1 საბავშვო ბაღში ქვეწარმავალი იპოვეს. ტელეკომპანიას ბაღის მენეჯერმა განუცხადა, რომ ოთახში გველი ადგილზე მისულმა აღმზრდელმა ღუმელის წინ შენიშნა, რის შემდეგაც ის დარაჯმა მოკლა.

ინციდენტის შემდეგ სოფელ გურჯაანის პირველ საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა, ხოლო 63 ბავშვი მუნიციპალიტეტის სხვა საბავშვო ბაღებში გადაანაწილეს. პირველი საბავშვო ბაღი ბავშვებს შენობის განახლება-რეაბილიტაციამდე ვერ მიიღებს.

როგორც რუსთავი 2-ს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა, არჩილ ხანდამაშვილმა განუცხადა, დაწესებულებაში აღსადგენია ინფრასტრუქტურა, რომლის მოგვარებაზეც მერიის ინფრასტრუქტურის სამსახური იზრუნებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი