“შემოტანილი იყო კომიტეტში წინადადება, რომ განსაზღვრულიყო მარტოხელა დედის სტატუსი, მაგრამ კომიტეტში წარმოიშვა კითხვა – თუ შეიძლება იყოს მარტოხელა დედა, რატომ არ შეიძლება იყოს მარტოხელა მამა. ჩვენ მივიღეთ ეს წინადადება და დავაფიქსირეთ, რომ მოხდეს მარტოხელა მშობლის სტატუსის დადგენის განხილვა. მაგრამ შესაბამისი სოციალური შეღავათების დაწესება ახლა შეუძლებელია, ვინაიდან ამ ეტაპზე არ არსებობს არც სტატუსი და არც სტატისტიკა, თუ რამდენი ასეთი პირი შეიძლება იყოს ქვეყანაში. ამიტომ ფინანსური გათვლა ამ ეტაპზე შეუძლებელია. ამ ნაწილში მხარი არ დავუჭირეთ და დროებით გადავდეთ, თუმცა სოციალური პაკეტი შემდეგ პერიოდში შემუშავდება,”- განუცხადა დიმიტრი ხუნდაძემ ნეტგაზეთს.
მარტოხელა მშობლის საკანონმდებლო სტატუსის განსაზღვრას სახალხო დამცველი და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია მოითხოვდა.