ახალი ამბები

ოზურგეთში პატრულის მანქანას ცეცხლი გაუხსნეს

21 მარტი, 2019 • 1915
ოზურგეთში პატრულის მანქანას ცეცხლი გაუხსნეს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითთან საპატრულო პოლიციის მანქანას ცეცხლი გაუხსნეს. ინფორმაცია ამის შესახებ გურიის მოამბემ და “გურიანიუსმა” გაავრცელეს.

როგორც “ნეტგაზეთს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევა 19 მარტს, ღამის საათებში მოხდა. პატრულმა გადამოწმების მიზნით გააჩერა ავტომობილი, რომლის ერთ-ერთმა მგზავრმა ცეცხლსასროლი იარაღიდან პოლიციის მანქანის მიმართულებით გაისროლა და ადგილიდან მიიმალა.

უწყებაში აცხადებენ, რომ თავდამსხმელის ვინაობა დადგენილია და მის დასაკავებლად შესაბამისი ღონისძიებები მიმდინარეობს.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 253 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე ანდა მის სამსახურებრივ ან საცხოვრებელ შენობაზე, ან მის სატრანსპორტო საშუალებაზე, თავდასხმა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა,შენახვა,ტარება) მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი