ახალი ამბები |

ვაღიარებ, ეს არ არის კარგი განცხადება – წულუკიანი ბოკუჩავაზე

21 მარტი, 2019 | | 772
ვაღიარებ, ეს არ არის კარგი განცხადება – წულუკიანი ბოკუჩავაზე

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის თქმით, მისი განცხადება თინა ბოკუჩავაზე კარგი არ იყო. პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას წულუკიანმა განაცხადა, რომ ბოკუჩავა ლამაზი და განათლებული ქალია.

“მე თქვენზე ვთქვით, რომ თქვენი განცხადებები იყო ზედაპირული, მაგრამ თქვენ ლამაზი ქალი ხართ. ეს არ არის კარგი განცხადება. ვაღიარებ ამ ტრიბუნიდან, მაგრამ თქვენ ხართ ლამაზი და განათლებული ქალი. ვასწორებ ამ განცხადებას, მაგრამ ამის სანაცვლოდ თქვენ დამპირდით, როდესაც მითხარით, რომ  თქვენმა ლიდერმა ჩემზე უხამსობები რომ თქვას გენდერული ნიშნით.. დიახ, სააკაშვილი არის უხამსი კაცი, რომელმაც ჩემზე უხამსობითა და გენდერული ნიშნით ანეგდოტები მოყვა. თქვენ თქვით, რომ ჩემი ლიდერი როცა თავს დაგესხმებათ, დაგიცავთო. ახლა ვითხოვ, რომ თქვენ დამიცვათ, როცა მომავალში სააკაშვილი გენდერული ნიშნით თავს დამესხმება,”-განაცხადა თეა წულუკიანმა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი, თინათინ ბოკუჩავა თეა წულუკიანს სამახსოვროდ პირადად ზოგიერთი დიპლომის ასლის გადაცემას დაპირდა, რადგან გუშინ იუსტიციის მინისტრმა მას კომპეტენცია დაუწუნა.

“ქალბატონო თეა, მე ამჟამად თქვენსავიდ დაუსწრებლად დაბალრეიტინგულ სასწავლებელში არ ვსწავლობ და არც არსებული დიპლომებით ვაპირებ ეთერებში სიარულს, თუმცა თქვენ პირადად სამსახსორვორ მინდა გადმოგცეთ ზოგეირთი ჩემი დიპლომის ასლი.

ახლა უფრო სერიოზულ ნოტაზე – ვფიქრობ, რომ ქალი იუსტიციის მინისტრი საქართველოში, სადაც ყოველი მეშვიდე ქალი ძალადობის მსხვერპლია, ასეთი ტიპის გენდერულად არასენსიტიურ განცხადებებს არ უნდა აკეთებდეს”, – მიმართა თინა ბოკუჩავამ თეა წულუკიანს.

გუშინ, 20 მარტს იუსტიციის მინისტრმა ბოკუჩავას განცხადებას ზედაპირული უწოდა, ხოლო თავად დეპუტატს “ძალიან ლამაზი ქალი”.

მასალების გადაბეჭდვის წესი