“ძალიან განვიცდი ამ საკითხს… რომ გითხრათ, ძალიან ბევრს ვფიქრობ-მეთქი, მოგატყუებთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, სამწუხაროა ის, რაც ხდება, ის, რაც ვიხილეთ ბოლო პერიოდის განმავლობაში. ჩვენ, ისევე როგორც ბატონი ბიძინა, არ მოველოდით ამგვარ გაუარესებას ურთიერთობების, მაგრამ თუ ყველა თავის საქმეს გააკეთებს და ერთმანეთს როგორც მინიმუმ ხელს არ შევუშლით, ეს ყველაფერი დარეგულირდება. მე მჯერა, რომ პრეზიდენტიც, პარლამენტიც, მთავრობაც, სასამართლოც, მედიაც ყველანი ვიმუშვაებთ… თუ ყველა ჩვენ საქმეს გავაკეთებთ, მე მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება ამ ქვეყანაში. ერთმანეთის საქმეებში არ უნდა ჩავერიოთ. თუ ერთმანეთის საქმეებში ჩავერევით, მაშინ ხდება კონფლიქტი”, – განაცხადა პრემიერმა.