საქართველო ბედნიერი ქვეყნების ჩამონათვალში 156 ქვეყნიდან 119-ე ადგილს იკავებს. 2019 წლის კვლევა “მსოფლიო ბედნიერების შესახებ” 20 მარტს გამოქვეყნდა.
რეიტინგში საუკეთესო მაჩვენებელი 10 ქულა იყო, ყველაზე დაბალი კი – 0. საქართველომ, ახალი კვლევის მიხედვით – 4.519 ქულა დააგროვა. შარშანდელ მაჩვენებელთან შედარებით(128-ე ადგილი) საქართველომ მდგომარეობა 9 საფეხურით გაიუმჯობესა, თუმცა, მიუხედავად ამისა, მას რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებლი აქვს.
“ბედიერების დამდგენი” რეიტინგი 7 კომპონენტისგან შედგება
- მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე;
- სოციალური მხარდაჭერა;
- ჯანმრთელად ცხოვრების ხანგრძლივობა;
- ცხოვრებისეული არჩევანის თავისუფლება;
- ხელგაშლილობა/სიუხვე;
- კორუფციის აღქმა;
- დისტოპია და საშუალო ცდომილება.
რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, რუსეთი რეიტინგში 68-ეა, აზერბაიჯანი 90-ე ადგილს იკავებს, სომხეთი კი 116-ე ადგილზეა.
კვლევის მიხედვით, ყველაზე ბედნიერი ქვეყნების ხუთეული ასე გამოიყურება: ფინეთი, დანია, ნორვეგია, ისლანდია და ნიდერლანდები, ხოლო რეიტინგის უკანასკნელ ხუთეულში ისეთი ქვეყნები შედიან, როგორიცაა: სამხრეთ სუდანი, ცენტრალური აფრიკული რესპუბლიკა, ავღანეთი, ტანზანია და რუანდა.