ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ზურაბიშვილი: ჟენევის ფორმატი აუცილებელიცაა!

20 მარტი, 2019 • 1004
ზურაბიშვილი: ჟენევის ფორმატი აუცილებელიცაა!

საქართველოს პრეზიდენტმა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების შესახებ გაკეთებული კომენტარი დააზუსტა:

“გაუქმებაზე არც არავის უფიქრია ან ულაპარაკია , არსებული ჟენევის ფორმატი აუცილებელიცაა! თუმცა, ამავდროულად, საჭიროა პოლიტიკური ფორმატზე ფიქრი და სხვა დონეზე ჩვენი საკითხის დაყენება …ეს იმ შემთხვევაში, თუ გვინდა, საქართველოსა და მისი ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი “მსოფლიო რუკაზე” და ჩვენ პარტნიორების პრიორიტეტებში დავაბრუნოთ!”

პირველად, სომხეთისა და საქართველოს კონფლიქტებზე საუბრის დროს ერევანში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შედეგისთვის არასაკმარისი უწოდა იმ საერთაშორისო ფორმატებს, რომლებიც კონფლიქტების გადასაჭრელად სომხეთსა და საქართველოს დღეს გააჩნია.

“ამ კონფლიქტების გადაწყვეტის ერთადერთი გზა ჩვენი პარტნიორების უფრო მაღალი დონის პოლიტიკური ჩარევაა. სამწუხაროდ, ახსენეთ თქვენ მინსკის ჯგუფი და ასევე, ჩვენთან მიმართებაში არსებობს ჟენევის ფორმატი,  რომლებიც მეტნაკლებად გადასულები არიან რაღაც ტექნიკურ საკითხებზე და არ არიან იმ პოლიტიკური დონის გადაწყვეტილებების მიმღები, რომლებმაც დღეს შეიძლება რამე გარდატეხა შემოიტანონ ამ სიტუაციაში.

მგონია, რომ ერთობლივად უნდა ვიმუშაოთ, რომ საერთაშორისო ნორმებზე დაყრდნობით ამ კონფლიქტების გადაწყვეტის ახალ ეტაპს მივაღწიოთ”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი