ახალი ამბები

დუმბაძე: პარლამენტში საქმიანობას გავაგრძელებ როგორც ოპოზიციის ერთ-ერთი ფლაგმანი

14 სექტემბერი, 2014 •
დუმბაძე: პარლამენტში საქმიანობას გავაგრძელებ როგორც ოპოზიციის ერთ-ერთი ფლაგმანი

“პარლამენტში საქმიანობის გაგრძელებას ვაპირებ, როგორც ოპოზიციის ერთ-ერთი ფლაგმანი, საქართველოს პარლამენტში შეიძლება ამას მოჰყვეს რყევები, გარანტიას გაძლევთ, რომ აჭარის უმაღლეს საბჭოში, ალბათ, პოლიტიკური ფრაქცია “ქართული ოცნება” დაიშლება”,- განაცხადა დუმბაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა დღეს თბილისში გაიმართა. პოლიტსაბჭო აჭარის  უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართულ ოცნებისა“ და აჭარის მთავრობის დაპირისპირების, ასევე, ფრაქციის მხრიდან მთავრობის მიმართ უნდობლობის გამოცხადების საკითხს განიხილავდა. სხდომის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მურმან დუმბაძე აჭარის მთავრობის მეთაურის საქმიანობაში ჩარევას ცდილობდა, რის გამოც პარტიის სამდივნომ მისი გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო.

 

თავად მურმან დუმბაძის განცხადებით,  ის პარტიიდან კი არ გარიცხეს, არამედ თავად დატოვა პარტია.

 

„პოლიტსაბჭომ მითხრა, რადგან თქვენ ამ პრინციპზე ხართ,  არ წყვეტთ უნდობლობის პროცედურას, მაშინ თქვენ ამ პარტიიდან გარიცხული ხართო. მე ვუპასუხე, გარიცხული კი არა ვარ, მე გეუბნებით, რადგან თქვენ ამ პროცედურაში არ მომყვებით, პარტიიდან გასული ვა- მეთქი“- ამბობს დუმბაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი