ახალი ამბები

თემქაზე გაზის აფეთქების შედეგად კორპუსის აივანი ჩამოინგრა – დაშავდა 1 ადამიანი

19 მარტი, 2019 • 1096
თემქაზე გაზის აფეთქების შედეგად კორპუსის აივანი ჩამოინგრა – დაშავდა 1 ადამიანი

დღეს, 19 მარტს, თემქის მესამე მიკრორაიონში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მეცხრე სართულზე, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ აფეთქება გამოიწვია, რის შედეგადაც აივნის ნაწილი ჩამოინგრა და დაშავდა ერთი კაცი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განგვიცხადეს, რომ ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახურის წარმომადგენელი იმყოფება ამ დრომდე. საგანგებოს ინფორმაციით, დაშავებული კაცი, რომელიც აფეთქებულ სახლში ცხოვრობს, საავადმყოფოში გადაიყვანეს, მის სიცოცხლეს კი საფრთხე არ ემუქრება.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განგვიცხადეს, აივნის ნანგრევების ჩამოვარდნის შედეგად არავინ დაშავებულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი