ენგურჰესი ერთადერთი პროექტია, სადაც ერთობლივად ვმუშაობთ – როინ აგრბა

ჩაწერა მარიანა კოტოვამ


როინ აგრბა – ჟურნალისტი, სოხუმი


აფხაზური-ქართული ურთიერთობების ნორმალიზაციისთვის, პირველ რიგში, საჭიროა, იმ ურთიერთობების დეპოლიტიზება, რომელიც ჩვენს შორის უკვე ვითარდება და ისინი დოკუმენტურად უნდა გავაფორმოთ.

მაგალითად, ენგურჰესი ერთადერთი პროექტია, სადაც ერთობლივად ვმუშაობთ. მაგრამ ეს ურთიერთობები დამყარებულია მხოლოდ ზეპირ შეთანხმებაზე. ვფიქრობ, საჭიროა, მხარეებმა პასუხისმგებლობა დოკუმენტურად  გაინაწილონ.

ან ავიღოთ არქივებზე მუშაობის საკითხი. ქართველებმა დაწვეს ჩვენი არქივი, თუმცა, იმის ნაცვლად, რომ აღადგინონ, მეტ დაბრკოლებას უქმნიან შუამავლებსაც.

რამენაირად რკინიგზის საკითხზეც უნდა შევთანხმდეთ. ტრანზიტი არა მხოლოდ ჩევნ, საქართველოსაც სჭირდება და სანამ არ აღიარებენ ჩვენს მონაკვეთს აფხაზეთის მონაკვეთად, საკითხი ადგილიდან ვერ დაიძვრება.

ჩვენ მეზობლები ვართ, მეგობრები ვართ, რის დამტკიცებასაც ისინი ყველგან ცდილობენ, მაგრამ რით ამტკიცებენ ამას? იმით, რომ მკურნალობის სანაცვლოდ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ვაღიაროთ? ასე არ შეიძლება. სანამ ჩვენი ურთიერთობების დეპოლიტიზება არ მოხდება, აფხაზეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები ვერ განვითარდება.


შენიშვნა: მკურნალობის სანაცვლოდ ქართული მხარე აფხაზებსა და ოსებს საქართველოს მოქალაქეობის მიღებას ან რაიმე სახით ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას არ ავალდებულებს. 


გაეცანით რუბრიკის “მოქალაქეების აზრი კონფლიქტებზე” სხვა მასალებს: 

ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ერთადერთი ინვესტორი რუსეთია – გიორგი არზიანი

“აფხაზებთან საერთო საკითხზე მუშაობა დაგვაახლოებდა” – ხვთისო ადოლაშვილი

ქართულ-აფხაზური “დიალოგი” დაუსრულებელი პროცესია – ანა ძიაპშიპა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიანა კოტოვა არის ჟურნალისტი სოხუმში. მუშაობს "ABAZA TV" თვის და რადიო "თავისუფლებისთვის". ნეტგაზეთისთვის მარიანა კოტოვა ამზადებს მასალებს 2016 წლის თებერვლიდან პროექტის "სამხრეთ კავკასიის ამბები" ფარგლებში.