ახალი ამბები

“შეგვეძლება ხმა მივცეთ აიფონით” – ენმ შიდაპარტიულ ელექტრონულ კენჭისყრას ნერგავს

18 მარტი, 2019 • 1329
“შეგვეძლება ხმა მივცეთ აიფონით” – ენმ შიდაპარტიულ ელექტრონულ კენჭისყრას ნერგავს

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ენმ-ში შიდაპარტიული საკითხების გადასაწყვეტად ელექტრონული კენჭისყრის გამოყენება უნდა დაინერგოს.

საუბარია პარტიის თავმჯდომარის და პოლიტსაბჭოს წევრების არჩევნებზე, ასევე, სხვადასხვა პოლიტიკური პოზიციის შეჯერებაზე. სამომავალოდ, სააკაშვილის თქმით, ამ გზით შეიძლება დაკომპლექტდეს საარჩევნო სიებიც.

სააკაშვილის განცხადებით, პარტიას 400 000-მდე აქტიური წევრი და მხარდამჭერი ჰყავს, რომლებიც გადაწყვეტილებების მიღების პროცესში უნდა ჩაერთონ.

რაც შეეხება მექანიზმს, მისი თქმით, შეიქმნება აპლიკაცია, რომლის მეშვეობითაც ადამიანები არჩევანის გაკეთებას მარტივად შეძლებენ სმარტფონების მეშვეობით.

სააკაშვილის თქმით, საჭიროა თავმჯდომარის არჩევა და პოლიტსაბჭოს სიის განახლება.

“თქვენ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება”, – მიმართა სააკაშვილმა მხარდამჭერებს. “ჩვენ შეგვეძლება ხმა მივცეთ ჩვენი აიფონით, აპლიკაციით, რომელიც ჩვენ გვექნება აიფონში”.

მისივე თქმით, ამ აპლიკაციას პარტიის ბირთვი უახლოეს მომავალში შექმნის.

ამავე თემაზე

სააკაშვილის თქმით, ენმ-ს თავმჯდომარე სჭირდება და ის ვაშაძეს უჭერს მხარს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი