საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუსეთის ნაკრები კრასონდარში 6-22 დაამარცხა.
ქართველთაგან ერთი ლელო მირიან მოდებაძემ დადო, ერთი – ცუცქირიძემ, ერთხელაც მასპინძლები ტექნიკური ლელოთი დაისაჯნენ ხაზთან ახლოს შერკინების რამდენჯერმე ჩაქცევის გამო.
საქართველო მიმდინარე სეზონის Rugby Europe-ის გამარჯვებულია.
სულ საქართველო და რუსეთი რაგბში ერთმანეთს 23-ჯერ შეხვედრიან, აქედან 21 ქართველმა მორაგბეებმა მოიგეს, ერთი რუსებმა, ხოლო ერთი ფრედ დასრულდა.