ახალი ამბები

თბილისში მშენებლობიდან გადმოვარდნილი კიდევ ერთი მუშა გარდაიცვალა

16 მარტი, 2019 • 1217
თბილისში მშენებლობიდან გადმოვარდნილი კიდევ ერთი მუშა გარდაიცვალა

თბილისში, ორთაჭალაში მიმდინარე მშენებლობიდან გადმოვარდნილი მუშა, რომელიც მძიმე დაზიანებებით “ამტელ ჰოსპიტალში” იყო გადაყვანილი, გარდაიცვალა. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” კლინიკაში განუცხადეს.

კიდევ ერთი მუშა ინგოროყვას კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. ექიმ თეონა ხუჭუას თქმით, მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და სხვადასხვა ტიპის დაზიანებები აღენიშნება, მათ შორის, ქალა ტვინის არეში.

ინციდენტი თბილისში დღს, 16 მარტს მოხდა. მშენებლობიდან გადმოვარდნილი სამი მუშიდან ერთი ადგილზე გარდაიცვალა.

გამოძიება სსკ-ს 240 მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი