თბილისში, ორთაჭალაში მიმდინარე მშენებლობიდან სამი მუშა გადმოვარდა, რომელთაგან ერთი გარდაიცვალა. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. შემთხვევა დღეს, 16 მარტს მოხდა.

უწყების თანახმად, ორი დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი.

გამოძიება სსკ-ს 240 მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

შსს-სთვის ჯერჯერობით უცნობია, რომელი კომპანია ახორციელებს მშენებლობას.

თბილისში მშენებლობიდან გადმოვარდნილი კიდევ ერთი მუშა გარდაიცვალა