ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზური მხარე ირწმუნება, რომ ვანუატუდან აღიარების გაუქმებაზე ნოტა არ მიუღიათ

15 მარტი, 2019 • 1404
აფხაზური მხარე ირწმუნება, რომ ვანუატუდან აღიარების გაუქმებაზე ნოტა არ მიუღიათ

“დიახ, გავეცანი ვანუატუს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას საქართველოში მისი ოფიციალური ვიზიტის დროს, მაგრამ ამ დრომდე აფხაზეთის აღიარების გაწვევის შესახებ ნოტა ამ სახელმწიფოდან არ მიგვიღია”, – ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დაურ კოვემ ჟურნალისტებს განუცხადა.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ვანუატუს საგარეო საქმეთა, საერთაშორიო თანამშრომლობის და საგარეო ვაჭრობის მინისტრმა, რალფ რეგენვანუმ საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელი ოძისი მოინახულა. რალფ რეგენვანუ ადგილზე გაეცნო შექმნილ ვითარებას და კიდევ ერთხელ დაადასტურა ვანუატუს რესპუბლიკის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.

2008 წელს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების შემდეგ, 2011 წელს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნეს ვანუატუმ, ტუვალუმ და ნაურუმ. თუმცა ვანუატუმ და ტუვალუმ საქართველოსთან 2013 და 2014 წლებში დაამყარეს დიპლომატიური ურთიერთობები და ამით უარი განაცხადეს მათ აღიარებაზე. ნაურუს ამ დრომდე პოზიცია არ შეუცვლია.

ამ დრომდე სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა რუსეთს, ნაურუს, ვენესუელას, ნიკარაგუასა და სირიას აქვთ აღიარებული

მასალების გადაბეჭდვის წესი