ცნობილი მიმის პერსონაჟები უნგრეთში ოჯახური ღირებულებების სარეკლამო პოსტერზე ამოიცნეს

უნგრეთში მთავრობის კამპანიის ფარგლებში გაკრულ პოსტერზე, რომელიც ოჯახურ ღირებულებებს ეხება, ინტერნეტში გავრცელებული პოპულარული მიმის (ფოტოშარჟი) პერსონაჟები გამოსახეს.

როგორც “გარდიანი” წერს, სოციალური მედიის მომხმარებლებმა სამთავრობო პოსტერზე, რომლის მიზანიც ოჯახური ღირებულებების გავრცელება და ახალგაზრდა წყვილების ხელშეწყობაა, პოპულარული ინტერნეტ მიმის გმირები ამოიცნეს.

“ახალგაზრდა წყვილები, რომლებიც შვილს ელოდებიან, მთავრობისგან დახმარებას იღებენ” – წერია პოსტერზე, რომელზეც ახალგაზრდა მომღიმარი წყვილია ასახული. თუმცა,წყვილს ბევრი ადამიანი სულ სხვა ფოტოდან იცნობს.

ფოტოზე, რომელიც ინტერნეტში ვირუსულად ვრცელდებოდა, იგივე წყვილია ასახული, თუმცა ბიჭს მისი პარტნიორიდან ყურადღება გამვლელი გოგოსკენ გაურბის.

როგორც გამოცემა წერს, ორივე ფოტო ერთსა და იმავე ფოტოგრაფს, ანტონიო გუილემს ეკუთვნის. როგორც პოპულარული მიმის კადრი, ასევე პოსტერზე გამოსახული სცენა გუილემმა “სტოკ ფოტოსთვის” გადაიღო. ამ ორი ფოტოს გარდა ფოტოგრაფმა პლატფორმაზე იმავე მოდელების ბევრი სხვა ფოტოც ატვირთა, სადაც ისინი სხვადსხვა სიტუაციებში არიან გამოსახულნი.

ოსტერის გავრცელების შემდეგ უნგრეთში ინტერნეტმომხმარებლებმა არაერთი სარკასტული მიმი შექმნეს ვიქტორ ორბანსა და მისი პარტიის პოლიტიკაზე.

ერთ-ერთი ასეთი მიმის მიხედვით, მმართველ პარტიას, რომლის სათავეშიც ორბანია, თვალი ფაშისტური დიქტატურისკენ გაურბის:

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.