ახალი ამბები

სააკაშვილის თქმით, ის პირველ აპრილს უკრაინაში დაბრუნდება

13 მარტი, 2019 • 1098
სააკაშვილის თქმით, ის პირველ აპრილს უკრაინაში დაბრუნდება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ უკრაინაში დაბრუნებას აპირებს. სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა პეტრო პოროშენკომ 2017 წელს ჩამოართვა.

სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნებას პირველ აპრილს აპირებს, ანუ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებიდან მეორე დღეს. ამის შესახებ უკრაინული UNIAN წერს. 

 

UNIANI, გარდა ბილეთისა, მიხეილ სააკაშვილის განცხადებასაც ავრცელებს, სადაც ის ამბობს, რომ პეტრო პოროშენკო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ვერ გადავა და, შესაბამისად, მას უკრაინაში დაბრუნებას ვერავინ ვერ შეუშლის ხელს.

“მე მაქვს ელექტრონული ბილეთი ამა წლის პირველი აპრილისთვის. ვარშავიდან მე გადავფრინდები კიევში, მე ვგეგმავ ბორისპოლში ჩაფრენას. ეს ბილეთი იმიტომ ავიღე, რომ დარწმუნებული ვარ, პოროშენკო ვერ გადავა მეორე ტურში და ამის შემდეგ, მე ვიცი, რომ არცერთი მესაზღვრე არ შეასრულებს პოროშენკოს ბრძანებას, არ შემიშვას უკრაინაში,” – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი