ახალი ამბები

იმერლიშვილის თქმით, პრეზიდენტს პრეტენზია არ აქვს, რომ მისი ფონდის დაფინანსება არ იზრდება

7 ოქტომბერი, 2014 •
იმერლიშვილის თქმით, პრეზიდენტს პრეტენზია არ აქვს, რომ მისი ფონდის დაფინანსება არ იზრდება

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა დღეს ჟურნალისტებთან საუბარში განმარტა, თუ რატომ იზრდება მთავრობის სარეზერვო ფონდის დაფინანსება:

 

“იმის გამო მოხდა მთავრობის სარეზერვო ფონდის ზრდა, რომ ცვლილებები შევიდა კონსტიტუციაში და პრეზიდენტის ბევრი ფუნქცია გადაეცა მთავრობას. მთავრობას უწევს დიდი ხარჯების გაღება სარეზერვო ფონდიდან, კერძოდ, ყველაზე მეტი ფული დაიხარჯა სტიქიური მოვლენების შედეგად მიღებული ზარალის დაფინანსებაზე”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.

 

2015 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 20 მლნ ლარით გაიზრდება და 70 მლნ ლარს მიაღწევს მთავრობის სარეზერვო ფონდის დაფინანსება, ხოლო პრეზიდენტის ფონდი კვლავაც 5 მილიონი ლარით დაფინანსება, როგორც ეს იყო მიმდინარე წელს.

 

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 2015 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავს და დეტალურ ინფორმაციას დეპუტატებს თავად ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური აწვდის, თუმცა საკომიტეტო განხილვაში არ მონაწილეობს საპარლამენტო უმცირესობა, რომელიც არაკონსტიტუციურად მიიჩნევს პარლამენტის საკომიტეტო მუშაობას თბილისში, რადგან კონსტიტუციის მიხედვით, პარლამენტის ადგილსამყოფელია ქუთაისი. უმრავლესობის გადაწყვეტილებით კი, პარლამენტი საკომიტეტო საქმიანობას თბილისში ახორციელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი