ახალი ამბები

“დაელოდეთ კოსას” – წულუკიანის პასუხი კითხვაზე, რა იყო უთანხმოების მიზეზი

12 მარტი, 2019 • 1244
“დაელოდეთ კოსას” – წულუკიანის პასუხი კითხვაზე, რა იყო უთანხმოების მიზეზი

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი არ ამბობს, რა საკითხზე არსებობდა აზრთა სხვადასხვაობა მთავრობის შიგნით.

“ჩვენს ოპონენტებს მესმის, რომ იმედი გაუცრუვდათ… მე მინდა მათ ვუთხრა, რომ ყოველთვის ვიქნები “ქართული ოცნების” ქოლგის ქვეშ, მათი ერთ-ერთი ხმალამოღებული მოწინააღმდეგე. საწყენია, რადგან იმედგაცრუებას ვატყობ თემის ამოიწურის შემდეგ. ასე მიგვაჩვიეს წარსულში, რომ ყველაფერს წყვეტდა ერთი კაცი, რომელიც ახლა მოხეტიალე ქართველი პოლიტიკოსის სახელით არის მსოფლიოში ცნობილი და ახლაც ჰგონიათ, რომ ყველაფერს ერთი კაცი უნდა წყვეტდეს. ჩვენი ხელისუფლების პირობებში ხშირად ასე არ არის და ამ შემთხვევაში ეს თემაც განვიხილეთ და მივედით საერთო პოზიციამდე,” – ამბობს წულუკიანი.

ჟურნალისტის კითხვაზე იყო თუ არა დაპირისპირების საგანი პენიტენციური სამსახურის კვლავ ცალკე სამსახურად ჩამოყალიბების საკითხი, წულუკიანი პასუხობს:”დაელოდეთ კოსას.”

ამავე თემაზე

წულუკიანი ადასტურებს, რომ შესაძლოა თანამდებობა დატოვოს

მასალების გადაბეჭდვის წესი