ახალი ამბები

გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებით მთავრობას სასჯელის გამკაცრება სურს

5 სექტემბერი, 2014 • • 862
გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებით მთავრობას სასჯელის გამკაცრება სურს

მისი თქმით, ამას ითვალისწინებს გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული კანონპროექტი, რომელიც პარლამენტს უახლოეს მომავალში წარედგინება. 

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ქვეყანაში წლების განმავლობაში არ არსებობდა კომპლექსური მიდგომა ნარჩენების გატანასა და გადამუშავებასთან დაკავშირებით. 

„სამწუხაროდ, მოქალაქეები ანაგვიანებენ ისეთ ადგილებს, სადაც ამის გაკეთება არ შეიძლება. ჩვენ ყოველთვის ვამაყობთ, რომ გვაქვს საოცარი ლამაზი ქვეყანა, მაგრამ ამავე დროს, ის ადამიანები, რომლებიც ამას ამბობენ, უსირცხვილოდ ყრიან ნაგავს და ხშირად პირდაპირ მანქანებიდან ხდება ამის გაკეთება. გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის თანახმად, საუბარია იმაზე, რომ მაქსიმალურად გამკაცრდეს ნაგვის დაყრასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სასჯელები და ჯარიმები. ყველა ადამიანი, რომელიც ასე უპასუხისმგებლოდ და არასახელმწიფოებრივად მოიქცევა, მაქსიმალურად დაჯარიმდება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი