მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, მინისტრებმა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები მაქსიმალურად მოკლე ვადებში უნდა წარადგინონ.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, მისი ინიციატივით, ჯერ კიდევ შინაგან საქმეთა მინისტრობისას გამკაცრდა კანონი ცივი იარაღის ტარებასთან დაკავშირებით.
გარდა ამისა, პრემიერი ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარების გაუარესებაზე საუბარს მიზანმიმართულ, ხელოვნურ კამპანიად აფასებს და განმარტავს, რომ კრიმინოგენული ვითარება აბსოლუტურად სტაბილურია, ხოლო სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს, რომ სიტუაცია იყოს მაქსიმალურად კონტროლის ქვეშ.
