ახალი ამბები

ჩემი პოლიტიკური ადგილი ყოველთვის იქნება “ქართულ ოცნებასთან” – წულუკიანი

12 მარტი, 2019 • 862
ჩემი პოლიტიკური ადგილი ყოველთვის იქნება “ქართულ ოცნებასთან” – წულუკიანი

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ თანამდებობის დატოვების შემთხვევაშიც მისი ადგილი “ქართულ ოცნებასთან” იქნება.

ამის შესახებ წულუკიანმა ჟურნალისტებს იმ კითხვის საპასუხოდ განუცხადა, შესაძლოა თუ არა, ის ეკა ბესელიას გუნდში ვიხილოთ.

“თუკი ჩემი პოზიცია არ იქნება გაზიარებული, მე ჩემს ადგილს ვხედავ მხოლოდ ერთადერთ გუნდში, მას ჰქვია კაკულიების გუნდი და ეს არის ჩემი მეუღლე და შვილი. რაც შეეხება პოლიტიკურ ადგილს, ჩემი პოლიტიკური ადგილი არის და ყოველთვის იქნება “ქართულ ოცნებასთან”, რა პოზიციაზეც არ უნდა ვიყო. თუ არცერთ პოზიციაზე არ ვიქნები, ისევ “ქართლი ოცნების” ამომრჩეველი ვიქნები”, – განაცხადა წულუკიანმა.

თეა წულუკიანმა გუშინ განაცხადა, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებაში დისკუსიის საგანს წარმოადგენს იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებებთან დაკავშირებული ერთი საკითხი. წულუკიანს არ დაუკონკრეტებია, რა საკითხზეა საუბარი, თუმცა თქვა, რომ მისი პოზიციის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში თანამდებობიდან “გვერდზე გაიწევა”.

ამავე თემაზე:

წულუკიანი ადასტურებს, რომ შესაძლოა თანამდებობა დატოვოს

მასალების გადაბეჭდვის წესი