ახალი ამბები

ჯარისკაცზე სავარაუდო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

11 მარტი, 2019 • 1068
ჯარისკაცზე სავარაუდო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

თავდაცვის სამინსიტროს ინფორმაციით, წვევამდელზე სავარაუდო ძალადობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 386-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ურთიერთდაუქვემდებარებელ სამხედრო მოსამსახურეებს შორის დამოკიდებულების წესის დარღვევას გულისხმობს.

სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო პოლიციის მიერ უკვე გამოიკითხა წვევამდელის მიერ დასახელებული სერჟანტი, დაცვის უზრუნველყოფის ასეულის მორიგე, რომელიც წვევამდელზე რაიმე სახის ძალადობას კატეგორიულად უარყოფს.

“წინასწარი გამოკითხვის შედეგად, აღნიშნული ფაქტი არ დასტურდება. თუმცა, წვევამდელის მიერ გაცხადებული ძალადობის შესაძლო ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, ყველა დამნაშავე პირი კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს,” – წერია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

მათივე თქმით, აღნიშნული დანაშაული 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. რაც შეეხება წვევამდელს, ამ დროისთვის მისი გამოკითხვა მიმდინარეობს.

წვევამდელი ირწმუნება, რომ მას სცემეს და ფულს სძალავდნენ

მასალების გადაბეჭდვის წესი