ახალი ამბები

წვევამდელი ირწმუნება, რომ მას სცემეს და ფულს სძალავდნენ

11 მარტი, 2019 • 1052
წვევამდელი ირწმუნება, რომ მას სცემეს და ფულს სძალავდნენ

19 წლის წვევამდელი ქაზიმ გახრამანოვი ამბობს, რომ კრწანისის სასწავლო ცენტრში სცემეს და ფულს სძალავდნენ. მისი თქმით, შემთხვევა 8 მარტს, ღამის 2 საათზე მოხდა.

“პარასკევს, ღამის 2 საათზე დაგვიძახეს და ფული მოგვთხოვეს, ეს ყველაფერი სერჟანტ უნდილაძის თვალწინ ხდებოდა. ფულის მიცემაზე უარი ვთქვი და სასტიკად გამისწორდნენ, მცემეს. მეორე დღეს ექიმთან  მივედი და არც კი უკითხავს, თვალი რატომ მქონდა ჩალურჯებული“, – აცხადებს სამხედრო მოსამსახურე ქაზიმ გახრამანოვი. მის კომენტარს ტელეკომპანია რუსთავი 2 ავრცელებს.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა თავდაცვის სამინისტროს, სადაც გვითხრეს, რომ წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა არ დასტურდება, თუმცა ფაქტს სამხედრო პოლიცია იკვლევს. მათივე თქმით, უახლოეს პერიოდში სამინისტრო აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას გაავრცელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი