13.12.17 თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი "ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის" სხდომაზე. ფოტო: EMRAH YORULMAZ / ANADOLU / POOL

ერდოღანის აზრით, სტამბოლის ქალთა მარში ისლამს შეურაცხყოფდა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, სტამბოლის ცენტრში 8 მარტს გამართული ქალთა მარში ისლამის შეურაცხყოფაში დაადანაშაულა. მისი თქმით, აქციის მონაწილეები შეძახილებს სკანდირებდნენ და უსტვენდნენ ახლომდებარე მეჩეთიდან ლოცვისაკენ მოწოდების დროს.

ერთ-ერთი წინასაარჩევნო შეხვედრისას ერდოღანმა ვიდეო აჩვენა, რომელიც აქციის დროს არის გადაღებული და ჩანს, როგორ სკანდირებენ ქალები, პარალელურად კი მეჩეთიდან აზანი(ლოცვისაკენ მოწოდება) ისმის.

“მათ შეურაცხყვეს აზანი სლოგანებით, შეძახილებითა და სტვენით”, – თქვა თურქეთის პრეზიდენტმა.

ქალებმა, რომლებიც მარშში მონაწილეობდნენ, ერდოღანს “ტვიტერზე” უპასუხეს. მათი თქმით, სტვენა და სკანდირება აქციის ნაწილი იყო და არ უკავშირდებოდა ლოცვისაკენ მოწოდებას, რომელიც დემონსტრაციის პარალელურად დაიწყო.

8 მარტის საღამოს სტამბოლის ცენტრში სპეციალური დანიშნულების რაზმმა ძალის გამოყენებით დაშალა ქალთა მარში – დემონსტრაცია, რომელიც ქალაქში 2003 წლიდან ტარდება. პოლიციამ აქციის მონაწილეებს ჯერ გადაადგილება შეუზღუდა, შემდეგ კი მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

მანამდე, ტაქსიმის მოედნის მიმდებარედ ათასობით ადამიანი გამოვიდა, რომელთა შორის ქალები დომინირებდნენ. სხვა საკითხებთან ერთად, ისინი ყურადღებას ქალთა მიმართ მზარდ ძალადობაზე გაამახვილეს – ადამიანის უფლებათა ორგანიზაციების თანახმად, ქვეყანაში ყოველწლიურად ასობით ქალს კლავენ. გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია Umut-ის თანახმად, გაულ წელს თურქეთში კაცების მხრიდან ძალადობას 477 ქალი ემსხვერპლა, 232 კი დაშავდა.

“ამერიკის ხმა” ექსპერტებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ქალთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებით თურქეთის საზოგადოებაში გამოხმაურების მაჩვენებელი მზარდია. გამოცემის მიერ მოყვანილი კვლევის თანახმად, რომელიც თურქეთის ქადირ ჰასის უნივერსიტეტმა ჩაატარა, გამოკითხულთა 60%-ის აზრით ძალადობა “ყველაზე დიდი პრობლემაა, რომელსაც ქალები აწყდებიან”.

ქალთა მარში სტამბოლში. 08.03.18 ფოტო: EPA/SEDAT SUNA

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან