ახალი ამბებიგართობა

ბრი ლარსონის ტროლებისგან დასაცავად Youtube-მა საძიებო სისტემის ალგორითმი შეცვალა

10 მარტი, 2019 • 1507
ბრი ლარსონის ტროლებისგან დასაცავად Youtube-მა საძიებო სისტემის ალგორითმი შეცვალა

თუ რამდენიმე დღის წინ ვიდეოპორტალ Youtube-ის საძიებო სისტემაში ბრი ლარტონს ჩაწერდით, ტოპ ვიდეოები, რომლებსაც საძიებო სისტემა შემოგთავაზებდათ კაპიტანი მარველის ბოიკოტს შეეხებოდა, სადაც ფილმში ლარსონის ჩართულობას აპროტესტებდნენ.

თუმცა, როგორც The Verge წერს, ერთი მცირე ცვლილებით Youtube-მა ყველა მათგანი გააქრო. გამოცემის ცნობით, კომპანიამ “ბრი ლარსონი” საინფორმაციო ღირებულების (news-worthy) ტერმინებში შეიყვანა, რის შემდეგას ძიების ალგორითმი მომხმარებელს პირველ რიგში ავტორიზებული წყაროების მიერ მომზადებულ მასალებს სთავაზობს.

შესაბამისად, მომხმარებელს ვიდეოპორტალი ინივიდუალური ავტორების ნაცვლად ვიდეოპორტალი პირველ რიგში Entertainment Tonight, ABC, CBS, CNN და სხვა საინფორმაციო მაუწყებლების კონტენტს შესთავაზებს.

ამ გზით Youtube ახალ ამბებში ე.წ. ფეიკ ნიუსებს ებრძვის. ალგორითმი პირველად 2017 წლის ოქტომერში ჩაეშვა მას შედეგ, რაც კომმპანიას აკრიტიკებდნენ, რომ საინგორმაციო ღირებულების მქონე ამბებზე მეტ მნიშვნელობას Youtube კონსპირაციული თეორიების შესახებ მომზადებულ მასალებს ანიჭებდა.

რაც შეეხება ბრი ლარსონს, მარველის კინოსამყაროში მისი სადებიუტო ფილმის, “კაპიტანი მარველის” პრემიერა 8 მარტს შედგა. ფილმმა, მთავარ როლში ბრი ლარსონის მონაწილეობით, მხოლოდ პრემიერის დღეს 61.4 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი