ახალი ამბები

უნდა განისაზღვროს სისხლის სამართლის ახალი პოლიტიკა — ოთარ კახიძე

9 მარტი, 2019 • 1290
უნდა განისაზღვროს სისხლის სამართლის ახალი პოლიტიკა — ოთარ კახიძე

“ევროპული საქართველო” აცხადებს, რომ ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გადადგას ნაბიჯები, რათა ახალი სისხლის სამართლის პოლიტიკა განისაზღვროს.

პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ოთო კახიძემ 9 მარტს ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში დაფიქსირდა “გახშირებული ქურდობის, ძარცვის და ჯანმრთელობის და სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების ზრდა” და “ყველაზე საშიში, ორგანიზებული ყაჩაღობის ზრდა”.

კახიძის განცხადებით, “ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე დაყაჩაღებულია არაერთი ბანკის ფილიალი, მოქმედებენ ერთმანეთთან შეკავშირებული ორგანიზებული დანაშაულებრივი ბანდიტური დაჯგუფებები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და საკუთრებას”.

“ამ უაღრესად საგანგაშო ვითარების გამოსასწორებლად გადასადგმელია დაუყოვნებლივ ნაბიჯები, რომელიც უნდა იყოს მიმართული ახალი სისხლისსამართლის პოლიტიკის განსაზღვრისკენ და მიმართული ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოების დაცვისკენ”, დასძინა კახიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი