ახალი ამბები

ღარიბაშვილი რომ გადადგა, მომწერეს და გამახმოვანებინეს, რომ ის პარტიიდანაც წავიდა – კვაჭანტირაძე

8 მარტი, 2019 • 2011
ღარიბაშვილი რომ გადადგა, მომწერეს და გამახმოვანებინეს, რომ  ის პარტიიდანაც წავიდა – კვაჭანტირაძე

“ქართული ოცნების” ყოფილმა დეპუტატმა ზვიად კვაძანტირაძემ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში განაცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ მას მოკლეტექსტური შეტყობინებით გაახმოვანებინეს ცნობა იმის შესახებ, რომ ღარიბაშვილმა “ქართული ოცნება” და პოლიტიკაც დატოვა:

“მე პირდად ვიყავი შოკირებული, რადგან იყო ღონისძიება თბილისის საკრებულოს შენობაში, რომელიც ირაკლიმ წარმართა და საღამოს გააკეთა განცხადება გადადგომასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, მას ბიძინა ივანიშვილმა უთხრა, რომ უნდა წავიდეს და ის წავიდა. […]

როდესაც ირაკლი გადადგა და წავიდა, მე, როგორც უმრავლესობის ლიდერს, გაგეცინებათ, მესიჯებზე დაყრდნობით გამახმოვანებინეს ამბავი, რომ ირაკლი არა მხოლოდ პრემიერ-მინისტრობიდან წავიდა, არამედ ის საერთოდ წავიდა პოლიტიკიდან, პარტიიდან და ყველაფრიდან წავიდა. მე გავაკეთე მაშინ ეს განცხადება”, – თქვა ზვიად კვაჭანტირაძემ გადაცემაში “პირველები”

დეპუტატს გადაცემის წამყვანმა ჰკითხა, ვინ მისწერა აღნიშნული შეტყობინება, რაზეც დეპუტატმა უთხრა, რომ არ იცოდა.

ამავე თემაზე წაიკითხეთ:

“ოცნების” ჩატი, სადაც მესიჯებს ანონიმური პირი აგზავნიდა – კვაჭანტირაძის მონათხრობი

მასალების გადაბეჭდვის წესი