“ფეხბურთი მხოლოდ კაცების საქმე არ არის” — ლევან კობიაშვილის სარვამარტო მილოცვა

“ამაზე უკეთ ძნელია, თქვა — ფეხბურთი მარტო კაცების [საქმე] არ არის” — ასეთია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის სარვამარტო მილოცვა.

კობიაშვილმა გერმანული საფეხბურთო კლუბის, ჰერტას ფოტო გააზიარა, რომელზეც ჩანს ორი ადამიანი, რომელთაც ხელში უჭირავთ წარწერა: “ფეხბურთი მხოლოდ კაცების საქმე არ არის”.

კობიაშვილმა ასევე გააზიარა გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის დღევანდელი ვიდეო და მოწოდება: “იფიქრე თანასწორად, აშენე ჭკვიანურად, საფუძველი ჩაუყარე ცვლილებას; ვიამაყოთ ქალი გამომგონებლებით, რომლებიც მთელ მსოფლიოში უფლებებთან და არჩევანთან დაკავშირებულ ბარიერებს ამსხვრევენ და ამ გზით თავიანთი წვლილი შეაქვთ გენდერულად უფრო თანასწორი მსოფლიოს აშენებაში”.

ნახეთ ასევე:

ბახტაძის, სააკაშვილის, კალაძისა და სხვების სარვამარტო მილოცვები — ისევ ყვავილებით

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია 2018 წლის 1 სექტემბრიდან არის ნეტგაზეთის რეპორტიორი. ის ადრეც მუშაობდა ნეტგაზეთში — 2016 წლის მაისიდან 2017 წლის თებერვლამდე. Email: lukapertaia@gmail.com