ახალი ამბები

ამტვერებადი მასალის დამუშავება დარეგულირდება — კალაძე

8 მარტი, 2019 • 873
ამტვერებადი მასალის დამუშავება დარეგულირდება — კალაძე

თბილისის მერი აცხადებს, რომ ამტვერებადი მასალის დამუშავება დარეგულირდება. კახა კალაძის თანახმად, ამ მიზნით თბილისის მერიამ პარლამენტში უკვე გააგზავნა საკანონმდებლო წინადადება.

7 მარტს ფეისბუკზე, პირდაპირ ეთერში, კალაძემ აგლაძის ქუჩაზე [წერეთლის გამზირის პარალელური ქუჩა, რომელთანაც არის “ელიავას ბაზრობა”] საშენი მასალების ღია სივრცეში დამუშავების აკრძალვასთან დაკავშირებით მოქალაქის კითხვაზე პასუხად განაცხადა, რომ ამ ინიციატივის მიზანი ქალაქში ჰაერის დაბინძურების შემცირებაა.

“შარშან … გავათავისუფლეთ იქ არსებული ტროტუარები ამტვერებადი მასალით გარევაჭრობისგან, სადაც ფეხით გადაადგილება, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო. საშენი მასალები პირდაპირ ტროტუარებზე იყო გამოტანილი და იყო სრული კატასტროფა. ჩვენ ძალიან აქტიურად დავიწყეთ ამ პრობლემის მოგვარება და ამგვარად ვაგრძელებთ დღესაც”.

“ჩვენ მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები სწორედ  ამტვერებადი საშენი მასალების დასაწყობებისა და  რეალიზაციის რეგულირებას  ემსახურება. პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის მხრიდან დიდია მხარდაჭერა და დარწმუნებული ვარ,  კომპლექსური ღონისძიებებით  დარჩენილ პრობლემებსაც მოვაგვარებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი