“თუ გახარიას წერილი ნამდვილია, ეს ხსნის, რატომ უჭერს ხოლმე ბიზნესი მხარს არჩევნებში მმართველ გუნდს”

ანალიტიკოსი ლევან ალაფიშვილი მიიჩნევს, რომ თუ “გიორგი გახარიას მუქარის წერილი”, ნამდვილია, ეს ხსნის იმას, ბიზნესმენები რატომ უჭერენ ხოლმე არჩევნების დროს მმართველ გუნდს მხარს. საუბარია მმართველი პოლიტიკური გუნდის ფინანსურ დახმარებაზე, შემოწირულობებზე და ა.შ.

“ჩვენ ვაკვირდებოდით და ვაკვირდებით ხოლმე, ეს დადასტურებულია დოკუმენტურად, რომ ბიზნესი და ძალიან ბევრი შეძლებული ადამიანი სამთავრობო გუნდზე აკეთებს არჩევნს, იქნება ეს ფინანსური დახმარება თუ სხვა სახის გვერდში დგომა. ყველა ხელისუფლების დროს ასეა. ჩემთვის გამოცანად რჩებოდა, რა იყო ამ ენთუზიაზმის მიზეზი. ეჭვები შეიძლება გვქონოდა, რომ ეს რაღაც კომუნიკაციით ხდებოდა, იბარებდნენ, ურეკავდნენ… მაგრამ ახლა უკვე ჩემთვის ცხადი გახდა, რომ კომუნიკნაცია სამთავრობო გუნდიდან მიდის ხოლმე. ფაქტია, რომ ჩვენი პოლიტიკური და საარჩევნო სისტემა არ არის ჯეროვანი, არც დემოკრატიულია და არც გამჭვირვალე”, – აცხადებს ალაფიშვილი ტვ პირველის ეთერში.

მამუკა ხაზარაძე ამტკიცებს, რომ შს მინისტრ გიორგი გახარიასგან წინასაარჩევნო პერიოდში მუქარის წერილი მიიღო. გახარია ამ ბრალდებას ჭორაობას უწოდებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com