ახალი ამბები

Marvel Studio-მ მაყურებელს, შესაძლოა, პირველი ღიად გეი სუპერგმირი წარუდგინოს

7 მარტი, 2019 • 1419
Marvel Studio-მ მაყურებელს, შესაძლოა, პირველი ღიად გეი სუპერგმირი წარუდგინოს

Marvel-მა მაყურებელს, შესაძლოა, პირველი ღიად გეი სუპერგმირი წარუდგინოს. ინფორმაციას ამის შესახებ Vice ავრცელებს.

როგორც გამოცემა კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით წერს, სტუდია 2020 წელს The Eternals-ისთვის 30-დან 49 წლამდე ასაკის ღიად გეი მსახიობს ეძებს.

მიუხედავად იმისა, რომ მარველის კომიქსებში არაერთი ქვიარ პერსონაჟია, ეს პირველი შემთხვევა იქნება, როცა მარველის კინოსამყაროში ღიად გეი სუპერგმირი გამოჩნდება.

გამოცემის ცნობით, აღნიშნულ ინფორმაციას ისიც ამყარებს, რომ Marvel Studios-ს პრეზიდენტმა კევინ ფაიგიმ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ სტუდია ამჟამად ისეთ სცენარზე მუშაობს, რომელიც მარველის კინოსამყაროში ქვიარ თემატიკას შეიტანს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი