ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სოროსის ფონდის მიმართ ბრალდებები ცილისწამებაა – სომხეთის ფონდის ხელმძღვანელი

6 მარტი, 2019 • 1921
სოროსის ფონდის მიმართ ბრალდებები ცილისწამებაა – სომხეთის ფონდის ხელმძღვანელი

ჯორჯ სოროსის “ფონდი ღია საზოგადოება – სომხეთის” წარმომადგენლები სამოქალაქო საზოგადოების მიმართ ბოლო დროს გამოთქმულ ბრალდებებს ცილისმწამებლურს უწოდებენ. ამის შესახებ სომხეთში ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ლარისა მინასიანმა ისაუბრა. 

მინასიანი ამბობს, რომ სწორედ ამ დამოკიდებულებამ გამოიწვია ის ინციდენტი, რომელიც ერევანში ინიციატივა “რესტარტსა” და ვიდეობლოგერ ნარეკ მალიანს შორის მოხდა.

ფონდის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ფონდს არავითარი საერთო არ აქვს ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მისი რექტორის, არამ სიმონიანის დისკრედიტაციასთან და ამ მხრივ ყველა ბრალდება სიცრუეა.

მან ისაუბრა იმის შესახებაც, რომ მათ, ვისაც ორგანიზაცია ფინანსურად ეხმარება, “სოროსელებს” უწოდებენ და ამით მათ დისკრედიტაციას ცდილობენ.

სომხეთის სამართალდამცავები იძიებენ ჯგუფურ თავდასხმას ნარეკ მალიანზე, ბლოგერსა და პოლიციის ყოფილი უფროსის მრჩეველზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებს.

ნარეკ მალიანს კვირაღამით საკუთარ სახლთან თავს დაესხა სტუდენტური ჯგუფის, “რესტარტ ესუს” რამდენიმე წევრი, მათ შორის, ჯგუფის დამაარსებელი და ერთ-ერთი ლიდერი, დავით პეტროსიანი. “რესტარტი” ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან (ესუ-დან) კორუფციაში ბრალდებული რექტორის გადადგომას ითხოვს.

მალიანმა, რომელიც გასულ წლამდე სერჟ სარქისიანის დროინდელი პოლიციის (ყოფილი) უფროსის, ვლადიმირ გასპარიანის, მრჩევლად მუშაობდა, ინციდენტი “გატაცების მცდელობად” შეაფასა. ბლოგერმა “რესტარტი” მილიარდერი ფილანტროპის, ჯორჯ სოროსის “ღია საზოგადოების ფონდის” სომხეთის ოფისსა და ფაშიანიანს დაუკავშირა.

მალიანმა ფეისბუკზე პოსტში დაწერა, რომ “რესტარტს” სოროსის ფონდი “აქტიურად აფინანსებს”.

ნახეთ ასევე:

ერევანში სტუდენტური ჯგუფის წევრებმა ბლოგერის ნაგვის ურნაში ჩაგდება სცადეს

მასალების გადაბეჭდვის წესი