ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

გალში ფაროსანასთან საბრძოლველად ავიაცია სარგებელს მოიტანდა – ნადარაია

6 მარტი, 2019 • 1883
გალში ფაროსანასთან საბრძოლველად ავიაცია სარგებელს მოიტანდა – ნადარაია

გალის რაიონის დე ფაქტო მმართველმა თემურ ნადარაიამ ხდომაზე გალში ფაროსანასთან ბრძოლის შესახებ ისაუბრა:

როგორც ნადარიაია ამბობს, რაიონში ფაროსანის პოპულაციის მკვეთრი შემცირება შეიმჩნევა, თუმცა, “ზარალი, რომელიც მან მოსავალს მიაყენა, რჩება, რადგან მავნებელმა სოკოვანი დაავადება უკვე გაავრცელა მცენარეებზე. ამ სოკოვანი დაავადებებისგან უფრო მეტი მოსავალი გვეკარგება, ვიდრე თავად ფაროსანისგან”.

მისივე თქმით, გალში უკვე დაწყებულია მცენარეთა შხამქიმიკატებით დამუშავება, რომელმაც ზამთრის შემდეგ მავნებლებზე ზემოქმედება უნდა მოახდინოს.

“ამავე დროს აღმოსავლეთ რაიონებში ომის შემდეგ უზარმაზარი ტერიტორიები დაგვრჩა დაუმუშავებელი. ეს პრობლემური ადგილებია, რომელთა დამუშავება არავის სურს. ამ შემთხვევაში, ავიაცია სარგებელს მოიტანდა”.

აფხაზური მედიის ცნობითვე, აფხაზეთში ფაროსანასთან ბრძოლის 2019 წლის გეგმა აფხაზებმა რუსეთშიც განიხილეს. გეგმებს შორისაა ფაროსანის მექანიკური შეგროვება, რომელიც 4 მარტს უნდა დაწყებულიყო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი