ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ის მთაწმინდის რიგგარეშე მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს. მისი თქმით, ამ საკითხზე გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
“არ ვაპირებ ამ პარლამენტში შესვლას. პარტიაში იმიტომ მოვედი, რომ მის გაძლიერებაში შევიტანო წვლილი”, – თქვა ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ პოლიტიკაში მისი დაბრუნების მიზანი პირველი და ახალი თაობის ქართული ოცნების ლიდერების უფრო შეკავშირება და გაძლიერებაა.
ამის შესახებ ღარიბაშვილმა ტვ პირველის გადაცემა ‘რეაქციაში” განაცხადა.
“პარტიის გაერთიანება და გაძლიერება”, – ასე ახასიათებს ღარიბაშვილი თავისი მისიას პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ.
ღარიბაშვილის განცხადებით, მისი და ივანიშვილის მიზანია, რომ პარტია კიდევ უფრო გაძლიერდეს, ვიდრე 2012 წელს.