ახალი ამბები

“ორ კაცში ნათქვამი რჩება ორ კაცში” – ღარიბაშვილი მის დაბრუნებაზე

5 მარტი, 2019 • 1158
“ორ კაცში ნათქვამი რჩება ორ კაცში” – ღარიბაშვილი მის დაბრუნებაზე

“ორ კაცში ნათქვამი რჩება ორ კაცში”, – ასე ხსნის ირაკლი ღარიბაშვილი მისი პოლიტიკაში დაბრუნების საკითხს. ის ადასტურებს, რომ ამ პროცესში პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ჩართული იყო.

ღარიბაშვილის განმარტებით, ამ შემთხვევაში ხედვები დაემთხვა, სურვილები შეაჯერეს და მიიღეს  გადაწყვეტილება მისი დაბრუნების თაობაზე. ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი და პოლიტიკური მდივანი გახდა.

ღარიბაშვილის თქმით, პოლიტიკიდან წასვლის მიუხედავად სულ ჰქონდა კონტაქტი ივანიშვილთან.

მან ასევე ისაუბრა პოლიტიკიდან მისი წასვლის თაობაზე და დაადასტურა, რომ ივანიშვილს ამ პროცესშიც ჰქონდა როლი, თუმცა “მასაც სურდა გვერდით გაწევა” გარკვეული პროცესებიდან.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი