ახალი ამბები

ბესელია ღარიბაშვილის დაბრუნებას მიესალმება და გულშემატკივრობს

5 მარტი, 2019 • 1399
ბესელია ღარიბაშვილის დაბრუნებას მიესალმება და გულშემატკივრობს

ეკა ბესელია ამბობს, რომ თუ ირაკლი ღარიბაშვილი ქართულ პოლიტიკაში გააქტიურდება, ის ამას მიესალმება, რადგან ექსპრემიერს გულშემატკივრობს.

“არ იქნება ცუდი და ირაკლის ნებისმიერ გააქტიურებას მე პირადად მივესალმებოდი”, – განაცხადა ეკა ბესელიამ ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი “ქართული ოცნების” პოლიტიკური მდივანი გახდა. მანამდე მმართველი გუნდი ეკა ბესელიამ დატოვა რამდენიმე თანაგუნდელთან ერთად.

“მმართველ პარტიას ძალიან სერიოზული სისტემური ცვლილებები სჭირდება, ეს მათი საქმეა”, – ამბობს ეკა ბესელია და “კობახიძის გუნდს” პოლიტიკურ წარსულად მოიხსენიებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი