ახალი ამბები

ვოლიერიდან დაკარგული დათვები ბუნაგში იპოვეს

5 მარტი, 2019 • 1706
ვოლიერიდან დაკარგული დათვები ბუნაგში იპოვეს

დათვების რეაბილიტაციის პროგრამის ცნობით, დათვები, რომლებიც ვოლიერიდან “დაიკარგნენ”, უზარმაზარ ბუნაგში იპოვეს.

“ ცოტა ხნის წინ დათვები დავკარგეთ. აი, ასე. მივედით და ვოლიერში არ დაგვხვდნენ. ვათვალიერეთ ხის ტოტები, ყველა ბუჩქი მოვჩხრიკეთ, ბოლო ხმაზე ვიყვირეთ, მაგრამ არსაიდან ხმა, არსით ძახილი.

უცებ გაგვახსენდა, რომ რაღაც ნამეტანი ბევრს თხრიდნენ ამ ბოლო დროს. გავყევით თხრის კვალს და მივადექით უზარმაზარ ბუნაგს. აი, ასე ცხვირამოყოფილები დაგვხვდნენ”, – წერენ პროგრამის ფეისბუკის გვერდზე და შესაბამის ფოტოსაც აქვეყნებენ.

თბილისის ზოოპარკი დათვების რეაბილიტაციის პროგრამას ახორციელებს. რაც დათვებისათვის შესაბამისი გარემოს შექმნას გულისხმობს, რომელშიც მათ ბუნებრივი ქცევის გამოხატვის მაქსიმალური შესაძლებლობა აქვთ. როდესაც მიბარებული დათვის ბელი მზად იქნება, სამინისტროს ცნობით, მას ველურ ბუნებაში დააბრუნებენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი