ახალი ამბები

სასამართლომ GPB -ს გათავისუფლებული ალექსანდრე ხოჯავას აღდგენა დაავალა

4 მარტი, 2019 • 987
სასამართლომ GPB -ს გათავისუფლებული ალექსანდრე ხოჯავას აღდგენა დაავალა

საიას ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სამსახურში უნდა აღადგინოს დათხოვნილი ჟურნალისტი ლექსანდრე ხოჯავა.

საია, რომელიც სასამართლოში ჟურნალისტის უფლებებს იცავდა, აცხადებს, რომ 4 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ ბათილად ცნო ალექსანდრე ხოჯავას სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება.

სამსახურში აღდგენის გარდა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მაუწყებელმა გათავისუფლებიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე მისთვის იძულებითი განაცდური უნდა აუნაზღაუროს.

ჟურნალისტი მაუწყებელმა 2018 წლის 18 ივლისს  დაითხოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი