აგვისტოში, კითხვას, მოგწონთ თუ არა პატრიარქი, 91-მა პროცენტმა უპასუხა დიახ, მაშინ, როდესაც აპრილში ეს მონაცემი 96 პროცენტს შეადგენდა. 

 

პოლიტიკურ ლიდერებს შორის კვლევის მიხედვით ყველაზე მოწონებადი ფიგურა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანიაა – 60%, თუმცა აპრილთან შედარებით მისმა რეიტინგმაც დაიწია 7 პროცენტით. პოლიტიკოსებს შორის მეორე ადგილზე პრემიერია – 54%, მისი რეიტინგი აპრილთან შედარებით 10 პროცენტით დაეცა. მესამე ადგილზე დავით უსუფაშვილია 51 პროცენტით, მისი რეიტინგი 10 პროცენტით დაეცა. მეოთხე ადგილზეა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე, რომლის რეიტინგიც 48 პროცენტს შეადგენს, თუმცა აპრილთან შედარებით მისი მოწონების მაჩვენებელიც დაწეულია 3 პროცენტით.


კვლევის მიხედვით მხოლოდ ორი პოლიტიკოსის რეიტინგი გაიზარდა აპრილის შემდეგ: გიორგი მარგველაშვილის და დავით ნარმანიასი. პრეზიდენტის რეიტინგმა 2 პროცენტით მოიმატა და 48% შეადგინა, ხოლო თბილისის მერის რეიტინგი 4 პროცენტით გაიზარდა და 45 პროცენტი შეადგინა. შემცირებულია ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის რეიტინგიც. აგვისტოში მისი მოწონების მაჩვენებელი 45 პროცენტია, რაც 6 პროცენტით ნაკლებია აპრილის ანალოგიურ მონაცემზე.

 

 ზემოხსენებული კვლევა NDI-ის დაკვეთით CRRC-მა ჩაატარა. საველე სამუშაოების ჩატარების თარიღები: 23 ივლისი – 7 აგვისტო. სულ გამოკითხეს 3,338 ადამიანი ქვეყნის მასშტაბით ქართულენოვან მოსახლეობას შორის, მათ შორის ქალაქის, სოფლის ტიპის დასახლებებში, ასევე აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.9%.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *