საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დიმიტრი ხუნდაძე საქართველოს პროკურატურას მოუწოდებს, დღესვე სასწრაფოდ გასაჯაროვდეს მამუკა ხაზარაძის დაკითხვის ოქმი, სადაც საუბარია გიორგი გახარიასგან მიღებულ შესაძლო მუქარაზე. ამის შესახებ განცხადება დეპუტატმა საფინანსო-საკომიტეტო სხდომაზე გააკეთა, სადაც პარლამენტარები სწორედ თიბისი ბანკის საკითხს განიხილავენ მამუკა ხაზარაძესთან და ბადრი ჯაფარიძესთან ერთად.
დიმიტრი ხუნდაძის თქმით, მამუკა ხაზარაძის ბრალდებასთან დაკავშირებით, რომელიც გიორგი გახარიას შესაძლო მუქარას შეეხებოდა, პასუხისმგებლობას თავადაც გრძნობს. დეპუტატი აღნიშნავს, რომ მანაც დაუჭირა მხარი იმ სამთავრობო გუნდის მიმართ ნდობის გამოცხადებას პარლამენტში, რომლის ნაწილიც არის შს მინისტრი.
დიმიტრი ხონდაძე სწორედ ამის გამო მოუწოდებს გამოძიებას, რომ დღესვე გამოქვეყნდეს თიბისი ბანკის დამფუძნებლის დაკითხვის ოქმი.
დეპუტატს კომიტეტის სხდომაზევე გამოეხმაურა მამუკა ხაზარაძე და აღნიშნა, რომ სრულ პასუხისმგებლობას იღებს მისი განცხადების ნამდვილობაზე გიორგი გახარიას მუქარასთან დაკავშირებით. როგორც ხაზარაძე ამბობს, ასევე აცნობიერებს იმ ადგილს, თუ საიდან აკეთებს ამ განცხადებას, რომელიც, მისი თქმით, მხოლოდ ერთ-ერთი ფრაგმენტია თიბისი ბანკზე შეტევიდან.
ვრცლად:
გახარია არ ადასტურებს, რომ ხაზარაძესა და ჯაფარიძეს წილების დათმობას სთხოვდა